მარნეულელმა სპორტსმენებმა კაკო მახაურის სახელობის ტურნირზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს
ახმეტაში ჩატარდა წარმატებული სპორტსმენის, კაკო მახაურის სახელობის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის რესპუბლიკური ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ჭაბუკმა სპორტსმენებმა.
ტურნირზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზეს და არაერთი საპრიზო ადგილი მოიპოვეს:
- 🥈 იბრაჰიმ ალაზავი — მეორე ადგილი (30 კგ)
- 🥉 საბირ გასიმოვი — მესამე ადგილი (35 კგ)
- 🥉 ელირზა ხაჯაევი — მესამე ადგილი (30 კგ)
- 🥉 ამილ ბაბაქისიევი — მესამე ადგილი (48 კგ)
- 🥉 ზაჰიდ ორუჯოვი — მესამე ადგილი (48 კგ)
- 🥉 იმრან ბაირამოვი — მესამე ადგილი (35 კგ)
ახალგაზრდა მოჭიდავეებს ტურნირისთვის ამზადებდა მათი პირადი მწვრთნელი ელშან გოჯაევი.