განათლების სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, რომელთა მიზანია უწყების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა.

განათლების სამინისტროს განცხადება:

„სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იარსებებს და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.

სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლების და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი“.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading