რუსთავში რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე, რაგბის ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. სტადიონის ბაზაზე ბავშვთა რაგბის აკადემია დაიბადება, რაც მიზნად ქალაქში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ისახავს. აღსანიშნავია, რომ რუსთავის პირველი რაგბის მოედანი წლების წინ სწორედ ლომოურის ქუჩაზე იყო.

ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი. მერის თქმით, სტადიონის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ აქ აკადემია დაარსდება, რათა ქალაქში აღიზარდოს მეტი წარმატებული სპორტსმენი.

სტადიონი აშენდება 8 000 კვ/მ ფართობზე და მოიცავს ტრიბუნებს, დამხმარე ნაგებობებს, გასახდელებს, საშხაპეებსა და სამედიცინო ოთახს. პროექტის ღირებულება 2 980 225 ლარია და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading