24 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა გაიმართა
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული ხუთი საკითხი განიხილეს და ყველა საკითხი დადებითად გადაწყვიტეს:
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანა.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
- წარმატებული სპორტსმენების ლუკა კვანჭიანისა და გიორგი მათიაშვილის დაჯილდოების საკითხი.
- წარმატებული სპორტსმენის სოფიკო კვანჭიანისა და მწვრთნელის შალვა აკოფაშვილის დაჯილდოების საკითხი.
- საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის განვითარებასა და სპორტის, გარემოს დაცვისა და საკანონმდებლო საქმიანობის გამართვას ემსახურება.