2023-2024 სასწავლო წელს 8 041 მოსწავლის სტატუსი შეჩერდა, 3 223-ს კი შეუწყდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 11 ნოემბრის ანგარიშის „ქალი და კაცი საქართველოში 2025“ მიხედვით, საჯარო და კერძო სკოლებში 8 041 მოსწავლის სტატუსი შეჩერდა (3 585 გოგო, 4 456 ბიჭი), ხოლო 3 223 მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა (1 117 გოგო, 2 106 ბიჭი).
კლასების მიხედვით, სტატუსის შეჩერების და შეწყვეტის ყველაზე მეტი შემთხვევა მე-10 კლასში დაფიქსირდა. სტატუსი შეჩერდა 1 196 მოსწავლეს (436 გოგო, 760 ბიჭი), ხოლო სტატუსი შეუწყდა 2 472-ს (777 გოგო, 1 695 ბიჭი).
