დმანისის საკრებულოს ბიურომ 2025 წლის ბიუჯეტსა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
სხდომაზე განიხილეს 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და შესრულების ანგარიში, საკრებულოს რეგლამენტისა და კომისიების შემადგენლობა, მერიის დებულების განახლება, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მოქმედ მუნიციპალურ საბჭოს სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებადი პროექტების ნუსხის ცვლილებები.