საქართველოს ნაკრები აბუ დაბის გრანდ სლემში 8 ძიუდოისტით იასპარეზებს
2025 წლის ერთ-ერთი ბოლო ძიუდოს შეჯიბრი აბუ დაბის გრანდ სლემია, რომელიც 28-30 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები აბუ დაბის გრანდ სლემში 8 სპორტსმენს ითამაშებს:
შემადგენლობა:
- 60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
- 66 კგ: თემურ ნოზაძე
- 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი
- 81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ჯუმბერ მელაძე
- 90 კგ: ლაშა ბექაური
- +100 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი
შეჯიბრი ტოკიოს გრანდ სლემით დასრულდება.



