საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში ცვლილებები და დამატებები შევიდა

🔹 ცვლილებები ეხება:

  • აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას – საზოგადოებრივი და საერთო საეთერო ტელემაუწყებლების გადამღებ ჯგუფებს ახლა შეეძლებათ 15 ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო ჟურნალისტის აკრედიტაცია, ვიდრე ეს ადრე 10 ჯგუფის ფარგლებში იყო.
  • ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის წესსა და პირობებს, რომელიც ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან.

📄 წესს დაემატა ორი დანართი:

  • N1 – საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის განაცხადი;
  • N2 – ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის განაცხადი.

⏳ 2026 წლის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის განაცხადები მიიღება 2025 წლის 1-დან 15 დეკემბრამდე.

⚠️ ცვლილებები აკრედიტაციის შეჩერებას ან ვადამდე გაუქმებას არ შეეხება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading