სურსათის ეროვნული სააგენტო რძისა და რძის გადამმუშავებელ საწარმოების კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა მოკვლევის შედეგად გამოავლინეს ყველის ორი არარეგისტრირებული საწარმო:

  • დედოფლისწყაროში ფიზიკური პირი მ.გ. რეალიზაციის მიზნით აწარმოებდა ყველს რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე. საწარმო დაუყოვნებლივ შეჩერდა, მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო პროდუქცია სააგენტომ განადგურა.
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ფიზიკური პირი თ.ბ. საკუთარი საწარმოს საქმიანობას აგრძელებდა, მიუხედავად სააგენტოს შეჩერების ბრძანებისა. დარღვევის განმეორების გამო, მეწარმე 5000 ლარით დაჯარიმდა.

📊 2025 წელს სურსათის ეროვნული სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 45 არარეგისტრირებული რძის საწარმო გამოავლინა, საიდანაც 20-მდე მეწარმემ რეგულაციების დაცვით ოფიციალური საქმიანობა დაიწყო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading