საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინა.

სუს-ის ინფორმაციით, სამალავში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ვაზნა, 3 ხელყუმბარა, ტროტილი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები.

სამალავი ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღმოჩნდა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 331-ე პრიმა, 344-ე, 328-ე და 236-ე მუხლებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading