„მარნეულობა 2025“ – 15 ნოემბერს ქალაქ მარნეულში!
📍 ადგილმდებარეობა: ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერი
🕛 დასაწყისი: 12:00 საათი
მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს ელოდებათ მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები:
🧵🍇 გამოფენა-გაყიდვები და ტრადიციული რიტუალები
- 13:00–17:00 – ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და ფოტოსივრცე (გიფერის აპარატი – უფასო ფოტოები!)
- 14:00–17:00 – „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“ – ტრადიციული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშები
- 14:30 – ყურძნის დაწურვა, თონეში პურის ცხობა და ჩურჩხელების ამოვლება
🏹♟️ გასართობი და სპორტული აქტივობები
- საბავშვო სივრცე: ანიმატორების შოუ, ილუზიონისტი, თოჯინური პერფორმანსები, თიხით ძერწვა
- სპორტული თამაშები: ძიუდო, მკლავჭიდი, მშვილდოსნობა, ნარდი, შაში, ჭადრაკი და სხვ.
🎼🎙 საკონცერტო პროგრამა
- 13:00–14:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
- 15:30 – საქართველოს ჰიმნი („შავნაბადა“ და შაბან მამედოვი)
- 16:00–17:50 – ციური მჭედლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, გიორგი წიკლაური, აფიკ ნოვრუზოვი, ზუკა ხუციშვილი და ბენდი
- 18:30 – ფოიერვერკი
- 17:50–19:00 – დიჯეი არკანი
🚌 მუნიციპალური ტრანსპორტი ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს უფასოდ მოემსახურება.
✨ გელოდებით, ერთად აღვნიშნოთ „მარნეულობა 2025“!