ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
,,თქვენო უწმინდესობავ,
დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს.
თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალითა და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა იმ სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა.
დაე, კვლავ დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა.
გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.”-წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში