ფიზიკის მასწავლებლებისთვის CERN-ში ერთკვირიანი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს, რომლის შედეგადაც შერჩეული საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN, ჟენევა) ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირება სრულად ფინანსდება ეროვნული ცენტრის მიერ. კონკურსში არ მონაწილეობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლის პედაგოგები.
ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა:
კონკურსი განკუთვნილია მოქმედი ფიზიკის მასწავლებლებისთვის (უფროსი, წამყვანი, მენტორი), რომლებიც:
- ფიზიკის საგნობრივ გამოცდაში აქვთ ჩაბარებული 10 და მეტი კრედიტი;
- არ ყოფილან CERN-ში ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამით.
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV (ქართულად)
- პირადობის მოწმობის ასლი
- დიპლომის ასლი
- სამოტივაციო წერილი
- სკოლაში განხორციელებული ფიზიკის პროექტი
(ჩათვლით: გეგმა, განხორციელება, ფოტო/ვიდეომასალა და საბოლოო პროდუქტი) - PowerPoint პრეზენტაცია (8–10 სლაიდი, 10–12 წუთი) ერთ-ერთ თემაზე:
- სამყაროს წარმოშობა და თანამედროვე თეორიები
- ელემენტარული ნაწილაკები და მათი ურთიერთქმედებები
- ფიზიკის ახალი აღმოჩენები
- CERN-ის მისია, დანიშნულება და ექსპერიმენტები
პრეზენტაცია უნდა იყოს საგაკვეთილო რესურსის ნიმუში, მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდებით.
მასალების გაგზავნა:
📧 mnakashidze@tpdc.ge
ვადები:
- განაცხადების მიღება: 2025 წლის 17 ნოემბერი – 1 დეკემბერი
- გასაუბრება: 9–24 დეკემბერი
- სტაჟირება CERN-ში: 2026 წლის 1–6 მარტი
კონკურსი მნიშვნელოვანია ფიზიკის მასწავლებლებისთვის, რომლებიც თანამედროვე ფიზიკის მიღწევების პრაქტიკულად გაცნობას და საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებას ისახავენ მიზნად.