ჰაერის დაბინძურების კრიტიკული მაჩვენებლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება და როგორ დავიცვათ თავი
ბოლო დღეებში დაფიქსირდა ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მატება, რასაც სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. გარემოსდამცველები და მოქალაქეები ხელისუფლების დროული რეაგირების ნაკლებობაზე საუბრობენ.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, PM2.5 (უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკების) დონემ საგრძნობლად მოიმატა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდებულ ნორმაზე 3.6-ჯერ მეტია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის უბრალო ნისლი – ეს არის უშუალო საფრთხე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის.
რამ გამოიწვია ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მაღალი კონცენტრაცია – გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი განმარტება
,,საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.
გასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია. პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დაბინძურებული ჰაერი (PM2.5)ეს არის პირველი ჯგუფის კანცეროგენი.იწვევს ალერგიებს, წნევის მატებას, სასუნთქი სისტემების პრობლემებს და თავის ტკივილებს. ზრდის გულისა და ფილტვის დაავადებების რისკს, იწვევს ალერგიებს, წნევის მატებას, სასუნთქი სისტემების პრობლემებს და თავის ტკივილებს.
როგორ დავიცვათ თავი ჰაერის მაღალი დაბინძურების პერიოდში:
მოვერიდოთ ფიზიკურ აქტივობებს გარეთ, ვიხმაროთ პირბადეები და რესპირატორები, განსაკუთრებით ბავშვებმა, ვისთვისაც ეს მდგომარეობა ყველაზე საშიშია.