2026 წლის 1 იანვრიდან გარკვეული ერთჯერადი პლასტმასის საგნების გამოყენება აიკრძალება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები 2022 წლის 8 ივნისის N304 დადგენილებაში – „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასालებისა და ნაკეთობების შესახებ“.
🔸 ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა და ითვალისწინებს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი რიგი ერთჯერადი პლასტმასის საგნების აკრძალვას.
აკრძალული იქნება:
- პლასტმასის ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები
- თეფშები
- საწრუპები
- სასმელის მოსარევები
- გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და თავსახურები
- EPS-ისგან დამზადებული ჭიქები და თავსახურები
აკრძალვა შეეხება მწარმოებას (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტს და ბაზარზე განთავსებას.
ასევე იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მზა სურსათის მიწოდება ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერებითა და ჭიქებით.
🔸 რეგულაცია არ ეხება ერთჯერად პლასტმასის შესაფუთ მასალებს, რომლებიც გამოიყენება დაფასოებული სურსათისთვის.
ცვლილებების ამოქმედებამდე ბაზარზე განთავსებული აკრძალული პლასტმასის საგნებით ვაჭრობა დასაშვებია სამი თვის განმავლობაში.
საზოგადოებრივ კვების ობიექტებში ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერების გამოყენება დაშვებულია ექვსი თვის განმავლობაში, ანუ 2026 წლის 1 ივლისამდე.
ტექნიკური რეგლამენტის შესრულებას უზრუნველყოფენ:
- სურსათის ეროვნული სააგენტო
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
- შემოსავლების სამსახური
აკრძალვა არ ვრცელდება ექსპორტისთვის წარმოებაზე. ასეთი მწარმოებლები ვალდებულნი არიან, განრიგი და დეტალები წინასწარ – ერთი თვით ადრე -აცნობონ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.