ახმეტაში მეზობლის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს 1988 წელს დაბადებული დ.ი., რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მეზობელ ინდოეთის მოქალაქე მ.ს.-ს ცივი იარაღით ქვედა კიდური დაჭრა. დაშავებული მამაკაცი სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading