ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში გაეროს მოდელირების კონფერენცია 2025 გაიმართება
ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, 12-14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება „გაეროს მოდელირების კონფერენცია 2025“ (Model UN) – ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ლიდერული, მოლაპარაკების, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს, ხოლო კონფერენციის დასრულების შემდეგ საუკეთესო დელეგატს მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა – სრული დაფინანსებით გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიიღოს მონაწილეობა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში.
📅 განაცხადების მიღება გაგრძელდება 25 ნოემბრის ჩათვლით.
🔗 კონკურსის დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციის ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: forms.office.com/pages/responsepage.aspx…