გარდაბნის მერია თანამშრომლის დასახმარებლად სოლიდარობის აქციას აცხადებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია გამოხატავს სრულ თანადგომას და მხარდაჭერას მერიის თანამშრომლის, ქალბატონ თამარ მაისურაძის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა – კანის ავთვისებიანი მელანომა – დაუდგინდა და ესაჭიროება სასწრაფო, ძვირადღირებული იმუნოთერაპიის კურსი.

მკურნალობა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი შანსია. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური პროგრამებით უკვე გაეწია გარკვეული დახმარება, საჭირო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ოჯახის, ასევე პროგრამით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს.

📅 11 ნოემბერს, 11:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართება სისხლის დონაციის აქცია.

დონაციის ფარგლებში, გაღებული სისხლის სანაცვლოდ მიღებული ფინანსური რესურსი სრულად გადაეცემა ქალბატონ თამარ მაისურაძეს, როგორც უშუალო ფინანსური დახმარება ძვირადღირებული მკურნალობის დასაფინანსებლად.

გარდაბნის მერია მოუწოდებს ყველას, გამოხატონ სოლიდარობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა – დავუდგეთ გვერდით ჩვენს თანამოქალაქეს ამ რთულ დროს.

🩸 თქვენი დახმარება, განსაკუთრებით სისხლის დონაცია, ფასდაუდებელი წვლილია თამარ მაისურაძის სიცოცხლის გადასარჩენად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading