დმანისში „პოზიტიური მშობლობის“ თემაზე 5-დღიანი ტრენინგი გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ ორგანიზებით, გაიმართა 5-დღიანი ტრენინგი თემაზე – „პოზიტიური მშობლობა“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ:
👨👩👧👦 „დმანისის დღის და ადრეული განვითარების ცენტრის“ აღსაზრდელთა მშობლები
👩🏫 პედაგოგები
🏛 მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლები

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:
🔹 მშობლისა და შვილის ემოციური კავშირი
🔹 ძალადობის ფორმები და ბულინგი
🔹 აღზრდის სტრატეგიები და დისციპლინა
🔹 სტრესის მართვის პრაქტიკები
🎓 ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, რომლებიც დმანისის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა პირადად გადასცა.

