Region News!

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მათი განხორციელების ეტაპები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, ყურადღება დაეთმო სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით არსებულ საკითხებსა და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზებს. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება სწორედ ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობის შედეგად არის შესაძლებელი.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ქალაქში არსებული სარწყავი არხის, ე.წ. „გარა არხის“, დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, ქალაქში არსებული სარწყავი არხის, ე.წ. „გარა არხის“, დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერა. მერის განცხადებით, არხი დაახლოებით ერთი თვის წინაც გაიწმინდა, თუმცა ამჟამად კვლავ დაბინძურებულია. მისი თქმით, შპს „სუფთა მარნეულის“ თანამშრომლები რეგულარულად ზრუნავენ არხის სისუფთავეზე, თუმცა პრობლემის სრულად მოგვარება მოსახლეობის აქტიური ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია. „დაახლოებით ერთი თვის წინ ვიყავით ადგილზე და…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის კულტურის ცენტრი კონცერტს „შვედეთიდან – საქართველომდე“ მასპინძლობს

13 ივლისს, 18:00 საათზე, მარნეულის კულტურის ცენტრის ფოიეში მუსიკალური საღამო „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

წაიკითხეთ მეტი

დმანისის მერია წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს განაცხადების მიღებას წარჩინებული სტუდენტების წახალისების ქვეპროგრამაში ჩასართავად. ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველთვიური სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, რეგისტრირებულნი არიან დმანისის მუნიციპალიტეტში, სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) და აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი. სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სტუდენტებს, რომელთა სემესტრული საშუალო შეფასება 91–100 ქულაა. სოციალურად დაუცველი და „1+4“ პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებისთვის მინიმალური…

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს გიორგი გასვიანთან ერთად სოფელ ქვემო ბოლნისში ხიდის მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბურჯები, ხიმინჯები, მოაჯირები და სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის ფენა. სამუშაოები ასფალტბეტონის საფარის მოწყობით დასრულდა. ხიდი ხვალ გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება….

წაიკითხეთ მეტი

ანსამბლმა „ზეგარდმა“ საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე აღიარება მოიპოვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ზეგარდმა“ საბერძნეთში გამართულ ტრადიციული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე „ტრადიციის მწვერვალები“ (ΚΟΡΥΦΕΣ ΠΑΡΑΔΟΣΗΣ) წარმატებით იასპარეზა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ფესტივალი 26–29 ივნისს ლარისას რეგიონის ომოლიოში, „ტემპის თეატრში“ გაიმართა. მასში სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ფოლკლორული კვლევების ცენტრის (Κ.Ε.Λ.Ε.) ორგანიზებით, თესალიის რეგიონის ეგიდით, აგიას მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში, მარნეულში, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს პროგრამის პირობები, დაფინანსების მექანიზმები და მონაწილეობის კრიტერიუმები გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა

1 ივლისს ამოქმედებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია მარნეულში გაიმართა. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. მისი მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, წარმოების ზრდა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა ელექტრონულად შეუძლიათ სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი

წაიკითხეთ მეტი

ბათუმში გამართულ სპორტული აკრობატიკის ტურნირზე მარნეულელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

2026 წლის 6–8 ივლისს ბათუმმა „თენგიზ ბოლქვაძის სახელობის ტურნირს სპორტულ აკრობატიკაში“ უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტული აკრობატიკის გოგონათა გუნდმა, რომელმაც წარმატებით იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საპრიზო ადგილები შემდეგმა სპორტსმენებმა დაიკავეს: 🥉 მოზარდთა პირველი თანრიგი – გოგონათა სამეული (III ადგილი):ვუსალა დალივალოვა, სემა ჯაფარლი და ელენე გიორგაძე. 🥉 მოზრდილთა მესამე თანრიგი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი „ფილმის ჩვენების კვირეულს“ გამართავს

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი 10-24 ივლისს „ფილმის ჩვენების კვირეულს“ გამართავს. კინოჩვენებები გაიმართება სოფელ ხოჯორნიში (10 ივლისი, 15:00), სოფელ წერაქვიში (16 ივლისი, 21:00) და „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტის სკვერიზე (23-24 ივლისი, 20:00). ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, ასაკობრივი რეკომენდაცია კი 8+ არის.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »