ანსამბლმა „ზეგარდმა“ საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე აღიარება მოიპოვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ზეგარდმა“ საბერძნეთში გამართულ ტრადიციული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე „ტრადიციის მწვერვალები“ (ΚΟΡΥΦΕΣ ΠΑΡΑΔΟΣΗΣ) წარმატებით იასპარეზა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალი 26–29 ივნისს ლარისას რეგიონის ომოლიოში, „ტემპის თეატრში“ გაიმართა. მასში სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ფოლკლორული კვლევების ცენტრის (Κ.Ε.Λ.Ε.) ორგანიზებით, თესალიის რეგიონის ეგიდით, აგიას მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ევროკავშირის თანადაფინანსებით ჩატარდა.


საერთაშორისო სცენაზე „ზეგარდმა“ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების თვითმყოფადობა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ეროვნული ცეკვის უნიკალური ხასიათი წარმოაჩინა, რის გამოც ფესტივალის ორგანიზატორებმა ანსამბლი სამახსოვრო ჯილდოებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.
