Region News!

ქალაქ ბოლნისში, როლანდ ისიანის სახელობის მინი საფეხბურთო სტადიონზე,ახალგაზრდა ფეხბურთელ ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის -„უგას თასის“ ფინალი გაიმართა.

ფინალურ შეხვედრაში „ძველმა სკოლამ“ „კაზრეთი“ დაამარცხა და ტურნირისგამარჯვებული გახდა, ხოლო მესამე ადგილი „ფეოლამ“ მოიპოვა.ფინალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძედაესწრო, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთადგამარჯვებული გუნდები და ფეხბურთელები სამახსოვრო მედლებით დააჯილდოვა.ჩემპიონ გუნდს ტურნირის თასი ლევან უგულავას მამამ გადასცა. ტრადიციულად,პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ლევან უგულავას მეგობრებისმიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ასევე გამოვლინდნენსხვადასხვა ნომინაციაში…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგურ“- მა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში „GOLD STAR – 2026“ მიიღო მონაწილეობა

ფესტივალი 10-15 ივლისს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის შემოქმედებითი კოლექტივები გააერთიანა. ანსამბლი „ენგური“, ქორეოგრაფ ლევან ყურავას ხელმძღვანელობით, მაყურებლის წინაშე ქართული ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა და ფესტივალის პროგრამაში აქტიურად ჩაერთო.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით სოფელ წერაქვში ფილმის ჩვენება გაიმართა

16 ივლისს, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, „ფილმის ჩვენების კვირეულის“ ფარგლებში სოფელ წერაქვში,ფილმის ჩვენება გაიმართა.

წაიკითხეთ მეტი

დმანისში სახალხო დღესასწაული „გომარეთობა 2026“ საზეიმოდ აღინიშნა

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გომარეთობა 2026“ გაიმართა. დღესასწაული საზეიმო წირვით დაიწყო, რის შემდეგაც ღონისძიებები სოფლის ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდა. სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ სივრცეში სტუმრებს ადგილობრივი ნაწარმისა და ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეჯიბრებები დოღში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში. გამარჯვებული სპორტსმენები და საპატიო გომარეთელები საზეიმოდ დააჯილდოეს. „გომარეთობა“ მიზნად ისახავს ადგილობრივი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც მერმა მოქალაქეების საჭიროებები, პრობლემები და წინაშე არსებული გამოწვევები მოისმინა.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ახალგაზრდებისთვის ანაკლიის ბანაკში რეგისტრაცია დაიწყო

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს აწყობს. ბანაკი 3-7 აგვისტოს გაიმართება და მასში მონაწილეობას მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-17 წლის 30 ახალგაზრდა მიიღებს. მონაწილეები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან. რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100 ან ამონაწერი სამედიცინო ისტორიიდან) და მშობლის თანხმობის ფორმა. თუ გაქვს სურვილი გახდე…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდა. შეხვედრა მოსამზადებელი პლატფორმა Tehsil.ge-ის ორგანიზებით, მარნეულის კულტურის სახლში გაიმართა. შეხვედრაზე მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის იმ პროგრამებზე, რომლებიც სტუდენტებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მისი განცხადებით, მერის ინიციატივით მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება. კერძოდ, სხვადასხვა კატეგორიის მქონე ადგილობრივი სტუდენტებისთვის ყოველთვიური სამგზავრო დაფინანსება 50 ლარიდან 100…

წაიკითხეთ მეტი

გიორგი სვანიძე: მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაშიეტაპობრივად ხორციელდება პროექტები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებსპასუხობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურადმიმდინარეობსბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე,საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, მუნიციპალიტეტის მერზამურ ჭითანავასთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან დაადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბოლნისსა დასოფელ სამტრედოში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზეგაეცნო.ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩაზე, შიდა საავტომობილო გზის მოწყობისსამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. 1 044 590 ლარის ღირებულების პროექტისფარგლებში, 3025 კვ.მ…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატთან, დავით შერაზადიშვილთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩაზე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 3025 კვადრატულ მეტრზე ბაზალტი დაიგება, ასევე, მოეწყობა გარე განათების…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში კონცერტი „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართა

დღეს, 13 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფოიეში მუსიკალური საღამო „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართა. კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარუდგინეს, რომელმაც შვედური და ქართული კულტურის მუსიკალური ტრადიციები გააერთიანა.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »