Region News!

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით წარმოდგენილი სამივე საკითხი დადებითად დაამტკიცეს.

მიღებულ გადაწყვეტილებებს შორისაა: ალექსანდრე ურუმოვის არჩევა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილედ; მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში ცვლილება, რომლის საფუძველზეც აუდიტის განყოფილების ნაცვლად შეიქმნება აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება. 31 ივლისის სხდომას საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის კულტურის ცენტრის ახალგაზრდა მუსიკოსების წარმატება ფესტივალ „GOLD STAR – 2026“-ზე

📅 24–29 ივლისს, ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა ფესტივალი „GOLD STAR – 2026“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდებმა: 🎶 „Sunshine“🎶 „Moonlight“🎶 „ახალი თაობა“ ახალგაზრდა მუსიკოსებმა ფესტივალის სცენაზე მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები წარადგინეს და მაყურებლის დადებითი შეფასება დაიმსახურეს. ბენდების პედაგოგია ამირან ნასყიდაშვილი.

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული გმირის, გიორგი მარგიანის, ხსოვნას პატივი მიაგო და სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანის საფლავი გვირგვინით შეამკო.

„გიორგი მარგიანისა და მისი თანამებრძოლების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და სამშობლოს სამსახურში გაღებული უდიდესი მსხვერპლი თითოეული ჩვენგანისთვის ღირსების, პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის მაგალითია. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გიორგი მარგიანის ოჯახს იმ გმირის აღზრდისთვის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ადამიანების გადარჩენასა და სამშობლოს სამსახურს შესწირა,“ – აღნიშნა გიორგი სვანიძემ….

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 31 ივლისს გაიმართება

📅 2026 წლის 31 ივლისს, 12:00 საათზე, გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: 🔹 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის განცხადების განხილვა; 🔹 „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანა; 🔹 „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ძალოსნის ისტორიული წარმატება – პირველი მედლები მუნიციპალიტეტის სპორტის ისტორიაში 🏋️🥉

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტის ისტორიაში პირველად, ძალოსნობაში მოასპარეზე მარნეულელი სპორტსმენი ტურნირის მედალოსანი გახდა. 📅 2026 წლის 26 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში, ძალოსნობის დარბაზ „კახის კლუბში“, გაიმართა 13–15 წლამდე ძალოსანთა ტრადიციული ტურნირი „რეკორდების დღე“. ტურნირზე U15 ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა გიორგი გელაშვილმა, რომელმაც +88 კგ წონით კატეგორიაში სამი მედალი მოიპოვა: 🥉…

წაიკითხეთ მეტი

ანსამბლ „თამარიონის“ წარმატება ფესტივალ „GOLD STAR – 2026“-ზე

25–30 ივლისს, ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი „GOLD STAR – 2026“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სოფელ თამარისის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თამარიონმა“. ანსამბლი ღირსეულად წარდგა ფესტივალის სცენაზე და მონაწილეებს წარმატებული გამოსვლისთვის მედლები და დიპლომები გადაეცათ. ანსამბლს ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი დავით ბაკურაძე.

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომინფრასტრუქტურულ პროექტსა და ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაცსაკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობდა, დღის წესრიგითგათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეგანსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების შესახებ“- ბოლნისისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №43 განკარგულებაშიცვლილების შეტანას.ცვლილების შესაბამისად, დაზუსტდა ქალაქ ბოლნისში განსახორციელებელი საგზაოინფრასტრუქტურის პროექტი. ახალი რედაქციით გათვალისწინებულია იმერეთის,ოჩხიკიძისა და ბაგრატიონის ქუჩებზე (იმერეთის №2-დან იმერეთის №8-მდე მონაკვეთი)გზის მოწყობის სამუშაოების განხორციელება….

წაიკითხეთ მეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა

📅 2026 წლის 27 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს: • საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ. • საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის არჩევის შესახებ. • საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ •…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის საკრებულოს წარმომადგენლები რეგლამენტის განახლების საკითხებზე გამართულ შეხვედრას დაესწრნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე და საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსი ცოტნე ბოჭოიძე თბილისში, თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის (CPC) ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა საკრებულოს ტიპური რეგლამენტის განახლების საკითხები განიხილეს, იმსჯელეს პრაქტიკაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებსა და თანამედროვე მიდგომებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და საკრებულოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს. ინტერაქტიულ ფორმატში…

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ილია ჯალაღანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი და მიწის რეგისტრაციით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთები მოსახლეობას გასული საუკუნის 80-იან წლებში გადაეცა, თუმცა კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის სიმწირის გამო, მათი…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »