Region News!

მარნეულში გამორჩეული ახალგაზრდებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერთან დაურ ისმაილოვთან ერთად, სოფელ ზემო სარალში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს „მწვერვალი“ („Zirvə“) დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოვლენილ წარჩინებულ სტუდენტებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებულ პედაგოგებს ლეპტოპები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ცერემონიის ორგანიზატორი წარმატებული მარნეულელი რაგიმ ჰასანოვი იყო, რომლის ინიციატივითაც „მწვერვალი“ ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა და მომავალშიც გამორჩეული ახალგაზრდებისა…

წაიკითხეთ მეტი

🎓 მარნეულში წარმატებული ახალგაზრდები და პედაგოგები დააჯილდოვეს

სოფელ ზემო სარალში გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია „მწვერვალი“, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი დაესწრო. ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოვლენილი წარმატებული სტუდენტები, მოსწავლეები და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართული გამორჩეული პედაგოგები დააჯილდოვეს. ცერემონია სარალის განვითარების და განათლების ცენტრის ორგანიზებით, წარმატებული მარნეულელის, რაგიმ ჰასანოვის მხარდაჭერით გაიმართა და მომავალშიც ტრადიციულ სახეს მიიღებს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონკურს „ოზან საზის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე რიჩარდ გიგანთან ერთად, სოფელ კაპანახჩიში, აშუღ ქამანდარის სახლ-მუზეუმში გამართული კონკურს „ოზან საზის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ,,მოხარული ვარ რომ ტრადიციულად ასეთი კარგი ღონისძიება ჩატარდა აშუღ ქამანდარის სახლმუზეუმში და ასე შესანიშნავად წარმოაჩინეს მისი შემოქმედება. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ხელი შევუწყოთ კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიებებს. აშუღ ქამანდარს დიდი ღვაწლი მიუძღვის XX საუკუნის…

წაიკითხეთ მეტი

🚧 სოფელ იმირში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, სოფელ იმირში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ იმირის 4 ქუჩას, მოეწყობა 1 242 გრძივი მეტრი გზა. სამუშაოები 2026-2027 წლებში განხორციელდება და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. პროექტის ღირებულება 449 500 ლარს შეადგენს.

წაიკითხეთ მეტი

“როცა ცა აღარ გვიცავს” – როგორ დავიცვათ დედამიწის ბუნებრივი ფარი?

ვიდეო ფოტო კონტენტი: HTTPS://MAB.TO/T/1NODG7P94TX/EU1 იცოდით, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მაცივარი, კონდიციონერი და აეროზოლი ოდესღაც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამცავ ფარს, ოზონის შრეს, აზიანებდა? სტატიაში გაიგებთ, როგორ მოხდა ეს და რატომ გახდა საჭირო მონრეალის ოქმის მიღება? ჩვენს პლანეტას ატმოსფეროს ზედა ფენაში ბუნებრივი დამცავი ფენა აქვს, რომელსაც ოზონის შრე ეწოდება. სწორედ ის გვიცავს მზის მავნე ულტრაიისფერი (UV)…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ახალგაზრდული საბჭოს განახლებულ შემადგენლობასთან პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდული საბჭოს როლს. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. განახლებული საბჭოს მეშვეობით მათ საშუალება ექნებათ, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკისა და საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრაში. ამასთანავე, ზამურ ჭითანავამ, შეხვედრის მონაწილეებს ქალაქში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნო. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქის ცენტრალური…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა „სარვანობის“ საორგანიზაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, სახალხო დღესასწაულ „სარვანობის“ საორგანიზაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიების მოსამზადებელი ეტაპი, ორგანიზაციული და ლოჯისტიკური საკითხები, რათა დღესასწაული მაღალ დონეზე ჩატარდეს. „სარვანობა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართება. ადგილობრივებისა და სტუმრების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის მერია სპეციალურად გამოყოფილი უფასო ტრანსპორტით ყველა მსურველს მოემსახურება. ტრადიციული სახალხო დღესასწაული „სარვანობა“ 1 აგვისტოს გაიმართება….

წაიკითხეთ მეტი

ანსამბლ „იბერიის“ ახალმა თაობამ ფესტივალ „GOLD STAR – 2026“-ში მიიღო მონაწილეობა

16–21 ივლისს, ბათუმის საზაფხულო თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „GOLD STAR – 2026“ გაიმართა, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „იბერიის“ ახალმა თაობამ მიიღო მონაწილეობა. ანსამბლის ქორეოგრაფები არიან ბესარიონ კიპაროიძე და ნინი ქველაძე.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ხიხანში კინოჩვენება გამართა 🎬

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 17 ივლისს, „ფილმის ჩვენების კვირეულის“ ფარგლებში, სოფელ ხიხანში პატარებისთვის კინოჩვენება გაიმართა. ღონისძიებამ ბავშვებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნა,მათ ინტერესით უყურეს ფილმს, გაატარეს დრო მეგობრებთან ერთად. „ფილმის ჩვენების კვირეული“ მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის სოფლებში კულტურული აქტივობების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ბავშვებისთვის შემეცნებითი და გასართობი სივრცის შექმნას.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის სპორტული სკოლის მშვილდოსნები, თათა ნავერიანი და თიკა შავაძე საქართველოს სახელით ევროპაზე იასპარეზებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელები, თათა ნავერიანი და თიკა შავაძე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ჩემპიონატი 20–25 ივლისს იტალიის ქალაქ რომში გაიმართება. სპორტსმენების პირადი მწვრთნელები არიან გიორგი გორდეზიანი და ეკა აბაიშვილი. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ონლაინ რეჟიმში ( https://info.ianseo.net/EYC26/ ) თვალი ადევნოს ევროპის ჩემპიონატს მშვილდოსნობაში და უგულშემატკივროს ქართველ სპორტსმენებს.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »