დმანისში სახალხო დღესასწაული „გომარეთობა 2026“ საზეიმოდ აღინიშნა
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გომარეთობა 2026“ გაიმართა.
დღესასწაული საზეიმო წირვით დაიწყო, რის შემდეგაც ღონისძიებები სოფლის ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდა. სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ სივრცეში სტუმრებს ადგილობრივი ნაწარმისა და ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეჯიბრებები დოღში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში. გამარჯვებული სპორტსმენები და საპატიო გომარეთელები საზეიმოდ დააჯილდოეს.
„გომარეთობა“ მიზნად ისახავს ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას, სოფლის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და საზოგადოების გაერთიანებას.
სადღესასწაულო ღონისძიება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენითა და მასშტაბური გალა-კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.