საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილეს.
სსიპ -აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ხარატიშვილმა გააცნო დეპუტატებს. პერიოდი მოიცავს 2020-2023 წლებს და 2024 წლის პირველ ნახევარს. მისივე განცხადებით, გაცემულია 7 რეკომენდაცია.
დღესვე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა, ზოგადი განათლების სფეროში“ ეფექტიანობის ანგარიში წარუდგინა სხდომას.
ანგარიში მოიცავს 2018-2023 წლებს. მისივე განცხადებით, გაცემულია 4 რეკომენდაცია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა მხარი დაუჭირა განხილულ ანგარიშებს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.