თბილისის აეროპორტში ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ა.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის სამგზავრო ჩანთაში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, ამოიღეს 1 კილო და 200 გრამი კოკაინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading