სიღნაღში ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, გ.კ.-ს ბრალად ედება ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდება. აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading