,,დღეს უკრაინისა და აშშ-ის გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს,” – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ყველა ხედავს, რამდენად სწრაფად ვითარდება დიპლომატიური მოვლენები. დღეს უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ანდრეი ერმაკმა და მაიკ უოლცმა მოლაპარაკებები გამართეს და ჩვენ წინსვლას ვხედავთ. იმედი გვაქვს, მომავალ კვირაში ვიხილავთ პირველ შედეგებს. დღეს მქონდა საუბრები ნიდერლანდების, პორტუგალიის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე გერმანიის კანცლერთან. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ვემზადებით ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც ხვა ბრიუსელში გაიმართება. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მადლობა…

წაიკითხეთ მეტი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთო დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებთან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთო დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებთან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, მოლაპარაკებების მთავარი თემაა ებრაელი მძევლების გათავისუფლება, რომლებიც “ჰამასის“ ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან იმყოფებიან. „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში ადამ ბოლერი მონაწილეობს. ბოლერი კატარის დედაქალაქ დოჰაში ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც დაჯგუფების წევრებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავს. მანამდე აშშ…

წაიკითხეთ მეტი

„ჩვენმა მოკავშირემ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შეცვალა თავისი პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, უკრაინას ნაკლებად უჭერს მხარს და ტოვებს ეჭვებს, თუ რა მოხდება შემდეგ“-ემანუელ მაკრონი

„ჩვენმა მოკავშირემ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შეცვალა თავისი პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, უკრაინას ნაკლებად უჭერს მხარს და ტოვებს ეჭვებს, თუ რა მოხდება შემდეგ.მინდა მჯეროდეს, რომ აშშ ჩვენ გვერდით დარჩება, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, თუ ასე არ მოხდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

წაიკითხეთ მეტი

,,ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში”-ემანუელ მაკრონმა

ჩვენ ვრჩებით ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ერთგულნი. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. აუცილებელია ჩვენი დამოუკიდებლობის გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში. დიახ, საფრთხე ბრუნდება აღმოსავლეთში“, –   განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

წაიკითხეთ მეტი

,,ვის შეუძლია დაიჯეროს, ამ კონტექსტში, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის“, -ემანუელ მაკრონი

„პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სანქციები დავუწესოთ რუსეთს. და ჩვენ კარგად მოვიქეცით, რადგან საფრთხის ქვეშ არის არა მხოლოდ უკრაინელი ხალხი, რომელიც გაბედულად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც. მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე აქ არის და ის გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე. რუსეთმა უკრაინის კონფლიქტი უკვე გლობალურ კონფლიქტად აქცია. პრეზიდენტ პუტინის…

წაიკითხეთ მეტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის გადაიარაღების გეგმა წარადგინა, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ისახავს მიზნად

„სინამდვილეში საკითხი, რომლის წინაშეც ვდგავართ, გულისხმობს იმას, მზად არის თუ არა ევროპა იმოქმედოს ისე მტკიცედ, როგორც ამას ვითარება მოითხოვს, და მზად არის თუ არა ევროპა იმოქმედოს სწრაფად და საჭირო ამბიციით,ევროპა მზად არის თავდაცვის ხარჯები გაზარდოს.” – თქვა ფონ დერ ლაიენმა ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

,,ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის დასახმარებლად. როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას „ჯაველინები“ მიაწოდა. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის. ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში ისე არ წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა”-ვოლოდიმერ ზელენსკი

„უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დააახლოვოს მდგრადი მშვიდობა. უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის უნდა. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მდგრადი მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად და პირველი ეტაპი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში ზავი – აიკრძალოს რაკეტები, შორ მანძილზე…

წაიკითხეთ მეტი

„მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზროდ დაიღიპა ან დაშავდა ამ საზარელ და სასტიკ კონფლიქტში, რომელსაც დასასრული არ უჩანს. აშშ-მა ასობით მილიარდი დოლარი გააგზავნა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. გსურთ ეს გაგრძელდეს კიდევ ხუთი წლის განმავლობაში?“ – დონალდ ტრამპი

„სამწუხაროდ, ევროპამ მეტი თანხა დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე. დაფიქრდით ამაზე – მათ მეტი დახარჯეს რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე. მე მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დააახლოვოს გრძელვადიანი მშვიდობა“. ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ…

წაიკითხეთ მეტი

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას გეგმავს

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას გეგმავს. მერცის მიერ ინიციირებული გამოძიება ისეთ ორგანიზაციებსაც მოიცავს, როგორებიცაა „გრინპისი“ და „ბებიები მემარჯვენეების წინააღმდეგ“. კრიტიკოსები მერცის ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმად აფასებენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ აქვეყნებს

წაიკითხეთ მეტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტები“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

„სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები არის დემონსტრირება იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის ერთგულია. ტერორისტების გამოვლენა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის შეზღუდვის ეფექტური საშუალებაა“, – ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. „ჰუსიტები“, რომლებსაც დაჯგუფება „ჰამასი“ უჭერს მხარს, 2023 წლიდან წითელ ზღვაში ისრაელის…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »