ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის გადაიარაღების გეგმა წარადგინა, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ისახავს მიზნად
„სინამდვილეში საკითხი, რომლის წინაშეც ვდგავართ, გულისხმობს იმას, მზად არის თუ არა ევროპა იმოქმედოს ისე მტკიცედ, როგორც ამას ვითარება მოითხოვს, და მზად არის თუ არა ევროპა იმოქმედოს სწრაფად და საჭირო ამბიციით,ევროპა მზად არის თავდაცვის ხარჯები გაზარდოს.” – თქვა ფონ დერ ლაიენმა
ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.