აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთო დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებთან
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთო დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებთან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, მოლაპარაკებების მთავარი თემაა ებრაელი მძევლების გათავისუფლება, რომლებიც “ჰამასის“ ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან იმყოფებიან. „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში ადამ ბოლერი მონაწილეობს.
ბოლერი კატარის დედაქალაქ დოჰაში ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც დაჯგუფების წევრებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავს. მანამდე აშშ „ჰამასთან“ პირდაპირ კონტაქტებს ერიდებოდა. 1997 წლიდან ვაშინგტონს ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი.
Reuters-ის ცნობით, ასეთი მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება აშშ-ის დიდხნიან პოლიტიკას, რომელიც კრძალავს ტერორისტულ ორგანიზაციებთან პირდაპირ კონტაქტს.
-0:14