,,დღეს უკრაინისა და აშშ-ის გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს,” – ვოლოდიმირ ზელენსკი
„ყველა ხედავს, რამდენად სწრაფად ვითარდება დიპლომატიური მოვლენები. დღეს უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ანდრეი ერმაკმა და მაიკ უოლცმა მოლაპარაკებები გამართეს და ჩვენ წინსვლას ვხედავთ. იმედი გვაქვს, მომავალ კვირაში ვიხილავთ პირველ შედეგებს.
დღეს მქონდა საუბრები ნიდერლანდების, პორტუგალიის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე გერმანიის კანცლერთან. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ვემზადებით ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც ხვა ბრიუსელში გაიმართება. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მადლობა ყველას, ვინც მუშაობს უკრაინისთვის და ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის!”,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.