,,ვის შეუძლია დაიჯეროს, ამ კონტექსტში, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის“, -ემანუელ მაკრონი

„პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სანქციები დავუწესოთ რუსეთს. და ჩვენ კარგად მოვიქეცით, რადგან საფრთხის ქვეშ არის არა მხოლოდ უკრაინელი ხალხი, რომელიც გაბედულად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც. მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე აქ არის და ის გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე.

რუსეთმა უკრაინის კონფლიქტი უკვე გლობალურ კონფლიქტად აქცია. პრეზიდენტ პუტინის რუსეთმა დაარღვია ჩვენი საზღვრები ოპონენტების მოსაკლავად, მანიპულაციას ახდენდა რუმინეთსა და მოლდოვაში გამართულ არჩევნებში.

ვის შეუძლია დაიჯეროს, ამ კონტექსტში, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის“, –  – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading