,,აშშ-მა კიევისთვის დახმარების მიწოდება განაახლა”-პაველ პალისა

„მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის დახმარება განახლებულია. შეთანხმების სისრულეში მოყვანა ხდება. ბრძოლა გრძელდება“, – დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ პალისამ.

წაიკითხეთ მეტი

,,ვიმედოვნებ,რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დათანხმდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას”-დონალდ ტრამპი

„უკრაინა დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, ახლა ჩვენ უნდა მივმართოთ პრეზიდენტ პუტინს, რომ მისი თანხმობაც მივიღოთ, რათა ეს პროცესი წინ წავწიოთ. ამერიკელი დელეგატები გეგმავენ მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან „დღეს ან ხვალ“, რათა განიხილონ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობები.”-განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა.

წაიკითხეთ მეტი

„უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის”-ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა ომის დასასრულებლად ან ომის გასაგრძელებლად. სრული სიმართლის დროა. „უკრაინა ეთანხმება ამ წინადადებას. ჩვენ ამას დადებითად მივიჩნევთ და მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი“, –  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წაიკითხეთ მეტი

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირას მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ტრამპის სპეცწარმომადგენლის ვიზიტი საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ მოხდება, რამაც, შესაძლოა, ომის დასრულებას დაუდოს დასაბამი. ეს უიტკოფის პუტინთან მეორე შეხვედრა იქნება. პირველად ტრამპის სპეცწარმომადგენელი მოსკოვში თებერვალში ჩავიდა. მაშინ ის რუსეთის ციხეში მყოფ ამერიკის მოქალაქის, მაკრ ფოგელის გათავისუფლების…

წაიკითხეთ მეტი

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ რუსეთის თავზე 337 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, 91 მათგანი მოსკოვში ჩამოაგდო

უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში მოსკოვის უმსხვილესი აეროპორტი – „შერემეტიევო“ – დაკეტილი იყო. მოსკოვის დომოდედოვოს რაიონში დრონის ნამსხვრევები ავტომობილების პარკინგს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია, რა დროსაც 20 მანქანა დაიწვა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დრონების შეტევის შედეგად ოლქში ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი დაშავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსეთს თავდაცვის…

წაიკითხეთ მეტი

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო

ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობენ უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ. ჯიდაში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ…

წაიკითხეთ მეტი

 ,,ჩვენ USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაჩერებთ”-მარკო რუბიო

„ექვსკვირიანი დაკვირვების შემდეგ ჩვენ USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაჩერებთ. 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი იმ საშუალებებით, რომელიც არ ემსახურებოდა (ხოლო რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, –დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში.

წაიკითხეთ მეტი

,,წუხელ რუსულმა არმიამ კიდევ ერთი მასიური შეტევა განახორციელა ჩვენს ენერგო ინფრასტრუქტურაზე”-ვოლოდიმირ ზელენსკი

,,წუხელ რუსულმა არმიამ კიდევ ერთი მასიური შეტევა განახორციელა ჩვენს ენერგო ინფრასტრუქტურაზე. რამდენიმე რეგიონში – ოდესაში, პოლტავაში, ჩერნიჰოვსა და ტერნოპილში სხვადასხვა მოწყობილობები სამიზნე იყო. ჯამში რუსებმა თითქმის 70 რაკეტა გამოიყენეს, როგორც საკრუიზო და ბალისტიკური, ასევე თითქმის 200 თავდასხმის დრონი. ეს ყველაფერი მიმართული იყო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას. ამჟამად, სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ყველგან,…

წაიკითხეთ მეტი

„შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამარჯობას და ნახვამდის – შეგიძლიათ, აირჩიოთ. გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლა, არა მოგვიანებით და დაუყოვნებლივ დააბრუნეთ თქვენ მიერ მოკლული ყველა ადამიანის ცხედარი ან ეს თქვენთვის დასასრული იქნება”-დონალდ ტრამპი

„შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამარჯობას და ნახვამდის – შეგიძლიათ, აირჩიოთ. გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლა, არა მოგვიანებით და დაუყოვნებლივ დააბრუნეთ თქვენ მიერ მოკლული ყველა ადამიანის ცხედარი ან ეს თქვენთვის დასასრული იქნება. ცხედრებს მხოლოდ ავადმყოფი და გარყვნილი ინახავს, ​​თქვენ კი ავადმყოფები და გარყვნილები ხართ! მე ვუგზავნი ისრაელს ყველაფერს, რაც საჭიროა სამუშაოს დასასრულებლად. „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ…

წაიკითხეთ მეტი

,,ჯერჯერობით კვლავ ძალაშია სამართლებრივი აკრძალვა უკრაინის პრეზიდენტისთვის, აწარმოოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან. ამიტომ, ზოგადად, მიდგომა დადებითია, მაგრამ ნიუანსები ჯერ არ იცვლება“-დიმიტრი პესკოვი

„ეს საკითხი არ დამდგარა და არც განხილულა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მინსკი საუკეთესო ადგილია. ის ჩვენი მთავარი მოკავშირეა, ამიტომ ეს საუკეთესო ადგილია მოლაპარაკებებისთვის. კრემლი დადებითად აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, რის შესახებაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვაში განაცხადა. საკითხი არის, ვისთან დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჯერჯერობით კვლავ ძალაშია სამართლებრივი აკრძალვა უკრაინის პრეზიდენტისთვის, აწარმოოს მოლაპარაკებები რუსულ…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »