საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო
ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობენ უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.
უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ.
ჯიდაში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა ის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.