,,დღეს ორბელიანების სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის – მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვას და აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს ვუმასპინძლე”-მიხეილ ყაველაშვილი

,, შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებზე და განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ ფორმატში.

ასევე, განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება – საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას და მზად არის, განაგრძოს ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანა.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გავამახვილეთ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო აძლიერებს.

მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება!”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading