თეთრიწყაროს კარატეს სკოლამ საერთაშორისო ტურნირზე „Tbilisi Open 2025“ საპრიზო ადგილები დაიკავა
15-16 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო ტურნირი „TBILISI OPEN 2025“ კარატეში გაიმართა, სადაც მონაწილეობას 556 სპორტსმენი სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა.
ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ კარატეს სექციის სპორტსმენებმა მაღალ შედეგებს მიაღწიეს:
- 🥇 გიორგი ელიაური – პირველი ადგილი, -68 კგ (16-17 წელი)
- 🥈 თემური ელიაური – მეორე ადგილი, -68 კგ (16-17 წელი)
- 🥈 გაბრიელ თამაზაშვილი – მეორე ადგილი, -27 კგ (6-7 წელი)
- 🥉 მარიამ ბექაური – მესამე ადგილი, -30 კგ (10-11 წელი)
მწვრთნელები: მინდია აფციაური, ვასილ მაღლაკელიძე.