საქართველოსა და თურქეთის სანაპირო დაცვას შორის თანამშრომლობა გაძლიერდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი საპორტო ვიზიტები და ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

საქართველოს მხრიდან, სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი “სოხუმი” საპორტო ვიზიტით თურქეთის ქალაქ სამსუნს ეწვია.
პარალელურად, თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდი TCSG-97 სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე.
⚓ ვიზიტის ფარგლებში:
- ჩატარდა ერთობლივი საზღვაო წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავდა საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინაციისა და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერებას;
- ხომალდების ეკიპაჟებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში, რაც თანამშრომლობის დამატებით გაღრმავებას უწყობს ხელს.

🤝 ამგვარი ინიციატივები ხელს უწყობს საქართველოსა და თურქეთის სანაპირო დაცვის ძალებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგიონული პარტნიორობა და კოორდინაცია საზღვაო სივრცის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია.