გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველებმა სამეგრელოში, შიდა და ქვემო ქართლში მდინარეებზე უკანონო თევზჭერის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
✅ წალენჯიხის, მარნეულის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები ელექტროიარაღებით თევზჭერას ახდენდნენ და ჯამში 17 კგ-მდე თევზი მოიპოვეს.
❗ ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
წლის განმავლობაში დეპარტამენტმა 687 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინა, მათ შორის 49 – ელექტროიარაღის გამოყენებით. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ და რეაგირებენ ცხელ ხაზზე 153.