პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების კომპენსაცია იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროზე დაინიცირდება.

ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ორმაგდება და ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა.

ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ფულადი დახმარება მძიმე დაზიანებისთვის 20 000, ნაკლებად მძიმეისთვის 15 000 და მსუბუქისთვის 10 000 ლარს შეადგენს.

კანონს დაემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსგავსი გარანტიები გავრცელდება მეხანძრე-მაშველებზეც.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading