სასკოლო რეფორმის კონცეფციის წარდგენა ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იგეგმება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო რეფორმის კონცეფციის შემუშავება დასკვნით ეტაპზეა. საზოგადოებისთვის ის ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში წარდგება.
კონცეფცია გადაწყვეტს, გახდება თუ არა სკოლაში სწავლა 11-წლიან პროგრამაზე სავალდებულო, ხოლო მე-12 კლასი შესაძლოა შეინარჩუნდეს ოფციის სახით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სწავლას საზღვარგარეთ აპირებს. საბოლოო გადაწყვეტილება დამატებითი კონსულტაციების შემდეგ დაიდგმება.