რუსთავში კულტურის სახლის რესტავრაცია მიმდინარეობს
რუსთავში, 1950-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის რესტავრაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს საკონცერტო დარბაზის, შიდა სივრცისა და ფასადის რესტავრაციას, თანამედროვე ხმოვან-სინათლის სისტემისა და სასცენო აპარატურის მოწყობას.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შენობა ახალ მუსიკალურ ლაბორატორიად გარდაიქმნება, სადაც ახალგაზრდები კლასიკურ და თანამედროვე მუსიკას გაეცნობიან.