„თეთრიწყარო“ 2026 წელს უმაღლეს ლიგაში ითამაშებს!
2025 წლის ქალთა ლიგა 2 სეზონი ოფიციალურად დასრულდა, სადაც ,,თეთრიწყარომ’’ ისტორიული შედეგი გამოავლინა – გუნდი სეზონს მეორე ადგილზე დაემშვიდობა და 2026 წელს უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. ეს წარმატება განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გუნდმა ახლახან დაიწყო თავისი ისტორია და ასეთ მოკლე პერიოდში შეძლო უმნიშვნელოვანესი წინსვლა.
გუნდმა წარმატებით გაიარა ლიცენზირების პროცესიც, რაც კლუბის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ვულოცავთ თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს და კლუბის ხელმძღვანელობას – თითოეული მათგანის შრომამ გარდამტეხი როლი ითამაშა ამ წარმატებაში. მადლობა ყველას, ვინც სეზონის განმავლობაში გუნდის გვერდით იდგა. განსაკუთრებული მადლობა თეთრიწყაროს სპორტისა და კულტურის სამსახურს მხარდაჭერისთვის.
გუნდი მადლობას უხდის თეთრიწყაროს ყოფილ მერს, გიორგი წიკლაურს, გუნდის შექმნაში გადამწყვეტი როლის შესრულებისთვის.
„მადლობა გიორგი წიკლაურს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა გუნდის ჩამოყალიბებაში – მისი დაწყებული საქმე იმედია ყოველთვის წარმატებით განვითარდება.“
