სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა“ 2026 წელსაც გაგრძელდება
სახელმწიფო საგრანტო პროგრამა, რომელიც საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს უცხოეთში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს, 2026 წელსაც გაგრძელდება.
მიმდინარე წლის მეორე კონკურსის შედეგად, გრანტი 18 ბენეფიციარმა მოიპოვა. ისინი 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის მაისის პერიოდში გაემგზავრებიან სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და სასწავლო ცენტრებში.
პროგრამა 2014 წლიდან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ხორციელდება, 2026 წლიდან კი მის მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტი გააგრძელებს. კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდება და მონაწილეებს მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას საკუთარ უწყებაში მისცემს.