ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტები“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
„სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები არის დემონსტრირება იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის ერთგულია. ტერორისტების გამოვლენა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის შეზღუდვის ეფექტური საშუალებაა“, – ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.
„ჰუსიტები“, რომლებსაც დაჯგუფება „ჰამასი“ უჭერს მხარს, 2023 წლიდან წითელ ზღვაში ისრაელის და სხვა ქვეყნების გემებს ესხმიან თავს.
ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.