მეწყერი ჩამოწვა დღეს დილით ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაბილთან

მეწყერი ჩამოწვა დილის საათებში ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია. არსებული ინფორმაციით, მეწყერში მოყვა ერთი ავტომობილი ორი მგზავრით, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები. გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება.

წაიკითხეთ მეტი

2025 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილებები საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შესაბამისი ვადითა და პირობებით. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს აღნიშნული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი…

წაიკითხეთ მეტი

რუსთაველის გამზირზე, ძველი ფოსტის შენობაში ხანძარი იყო

ცეცხლი გამწოვის მილს გაუჩნდა.ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წაიკითხეთ მეტი

მცენარეებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 41 126 ცალი მცენარე (მოჭრილი ყვავილები და ტოტები) იქნა შეჩერებული. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ყვავილის ერთ-ერთი სახეობა კერძოდ, 19 900 ცალი ქრიზანთემა საკარანტინო მავნე მწერით (Liriomeza sp) დაავადებული აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

სხვადასხვა დროს ელენე ღუბიანური საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების მიმართულებით სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა; მუშაობდა საკონსულტაციო კომპანია „დელოიტში“ (Deloitte) და ჩართული იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტებში, ასევე მუშაობდა თურქულ-ნორვეგიულ ერთობლივ საწარმო „ENKA Renewables LLC”, სადაც ნამახვანი ჰესის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით მთავრობასთან ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ელენე ღუბიანურს დამთავრებული აქვს…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 75 რეგულირების ობიექტზე დაგეგმილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 75 რეგულირების ობიექტზე დაგეგმილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმება. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კი, დეპარტამენტის თანამშრომლები შეამოწმებენ ხე-ტყის დამზადების – 2, სამონადირეო მეურნეობის – 5, თევზჭერის – 2, თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების – 1 და სოჭის გირჩით სარგებლობის 14…

წაიკითხეთ მეტი

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის მონაკვეთზე,იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით-შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის კმ15-კმ21 მონაკვეთზე, ქვის ცვენის გამო დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

წაიკითხეთ მეტი

ჩეხი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩეხეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს. გაცნობითი ტური საქართველოში თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით ტარდება. „ ჩეხეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიები ეწვივნენ საქართველოს, გაიმართა შეხვედრები ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, 1 კვირის განმავლობაში მათ მოინახულეს საქართველოს რამდენიმე რეგიონი და გაეცნენ ტურისტულ პოტენციალს, რათა სამომავლოდ თანამშრომლობა შედგეს და საქართველოში ბევრად მეტი ჩეხი ტურისტი ჩამოვიყვანოთ“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »