სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

წაიკითხეთ მეტი

13 აპრილიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ – Edelweiss-მა დაიწყო ოპერირება

კომპანია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის და ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს. ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას წინ უძღვოდა ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და კომპანიას…

წაიკითხეთ მეტი

ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები სრულდება

აღნიშნულ ობიექტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გვირაბის კონსტრუქციის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გასასვლელი პანდუსების, ბეტონის კედლების მოწყობა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემის მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემა. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „ბაგების დასახლებისა და ქავთარაძის ქუჩის…

წაიკითხეთ მეტი

იუსტიციის სახლი ნიუ-იორკში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) სესიაში მონაწილეობს

იუსტიციის სახლში დანერგილი ინოვაციები და უნიკალური კონცეფცია იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ სესიაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლისას წარუდგინა. ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი როგორც სერვისის მიმწოდებელი უმსხვილესი უწყება ქვეყანაში, დიდ როლს თამაშობს საქართველოში ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. იუსტიციის სახლი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ქვეყანასა და ორგანიზაციასთან ორმხრივი თანამშრომლობას პროცესში და მუდმივად ისწრაფვის,…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოსა და დუბაის სავაჭრო პალატების ორგანიზებით თბილისში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება

საქართველოსა და დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატების, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელობას შორის თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას, სავაჭრო პალატის პრეზიდეტმა გიორგი პერტაიამ, დუბაის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ჰასსან ალ-ჰაშიმიმ, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ მიქელაძემ, მოადგილე ბორის ლეჟავასთან ერთად, ბიზნეს ფორუმის დეტალები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება,…

წაიკითხეთ მეტი

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი დავით კოდელაშვილი დაინიშნა. რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, დავით კოდელაშვილს კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. შალვა ბედოიძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას,…

წაიკითხეთ მეტი

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის…

წაიკითხეთ მეტი

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერია

წაიკითხეთ მეტი

აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მოაწერა. ხელმოწერა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. მემორანდუმი მიზნად ისახავს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში მხარეებს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას ერთობლივი მწვანე ელექტროენერგიის პროექტების წახალისების, შესაბამისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე, ურთიერთსასარგებლო ინიციატივების მხარდაჭერის გზით….

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 150 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 150 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 123 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 27 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 19 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უკანონო…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »