იუსტიციის სახლი ნიუ-იორკში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) სესიაში მონაწილეობს
იუსტიციის სახლში დანერგილი ინოვაციები და უნიკალური კონცეფცია იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ სესიაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლისას წარუდგინა.
ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი როგორც სერვისის მიმწოდებელი უმსხვილესი უწყება ქვეყანაში, დიდ როლს თამაშობს საქართველოში ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
იუსტიციის სახლი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ქვეყანასა და ორგანიზაციასთან ორმხრივი თანამშრომლობას პროცესში და მუდმივად ისწრაფვის, შეასრულოს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ძირითადი ვალდებულებები.
საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტი (CEPA) გაერო-ს ტექნიკური საკონსულტაციო ორგანოა. იგი სწავლობს და რეკომენდაციებს აძლევს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებს, საჯარო სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.s.




