პარლამენტის დელეგაცია, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აშუტოშ შარმას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ როლზე, ქართველი და ინდოელი მეცნიერების ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განხორციელების წახალისებაზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის წევრები – გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და კონსული ქეთევან ლაგვილავა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.



