კატეგორია: ბოლო სიახლეები
ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია easyJet-მა გაერთიანებული სამეფოდან და იტალიიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისები შეასრულა
ავიაკომპანიამ ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში A320neo ხომალდით გვიან ღამით 175 მგზავრი ჩამოიყვანა, ხოლო მილანის მალპენზას აეროპორტიდან A320-ის მოდელით – 172 მგზავრი. easyJet-მა საქართველოს მიმართულებით, პირდაპირი რეგულარული ფრენები ერთდროულად 3 მიმართულებით, ჯამურად კვირაში 6 სიხშირით დაიწყო. ავიაკომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა თბილისის მიმართულებით 31 მარტს ჟენევიდან განახორციელა, რითაც საქართველო შვეიცარიას უმოკლესი პირდაპირი გზით…
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოვიდა – დღეს ჟენევიდან თბილისის მიმართულებით ბრიტანულმა ავიაკომპანია easyJet-მა პირველი რეისი შეასრულა
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet – ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს ჟენევიდან 31 მარტიდან, ლონდონიდან და მილანიდან კი 1 აპრილიდან კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. „პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანია EasyJet – ი შემოემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული მოვლენა საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. აღნიშნულს წინ უძღოდა საკმაოდ…
შშ-ში, texsom -ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა 31 მედალი მოიპოვა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე საქართველომ ჟიურის 1 სპეციალური ჯილდო, 2 ოქროს, 13 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (დეტალური ინფორმაცია გამარჯვებული ღვინოების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://texsom.com/results/). გასულ, 2024 წელს TEXSOM-ის კონკურსზე მედლები 25-მა ქართულმა ღვინომ დაიმსახურა. ქართული…
ნათია თურნავამ ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და მსხვილ ბანკებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი გამართა. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა თავის ჩინელ კოლეგას, ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვედა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე…
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადერბი ვარკეთილიდან,სადაც მაღალსართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე ხანძარია გაჩენილი.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მოხუცი ქალბატონი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის ფარგლებში, გუგლის სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს 24 ქალაქში 360 გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ. იგეგმება 15,000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის ისეთი ქალაქების, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა,…
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას
აღსანიშნავია, რომ Google Street View უკვე ხელმისაწვდომია ათეულობით ქვეყანაში და ამ ჩამონათვალს ახლა საქართველოს ქალაქების 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებებიც დაემატება. პროექტის ფარგლებში, გუგლის სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან 15,000 კილომეტრის დაფარავს და 12 თვის განმავლობაში საქართველოს 24 ქალაქს გადაიღებს, მათ შორის თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ახალციხეს, მცხეთას, თელავს, ზუგდიდს, გორს, ოზურგეთს, მესტიას და სხვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროექტის „კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა“ ფარგლებში ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის საკითხებზე და მის მნიშვნელობაზე. აზიის განვითარების ბანკის დირექტორის განცხადებით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველზე, ბანკის მხრიდან არსებობს ახალი პროექტების დაწყების ინტერესი.